ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადების შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით – სადოქტორო პროგრამებზე მიღება

ახალი ამბები

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადების შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

გაითვალისწინეთ! სააპელაციო კომისიის მიერ დაწერილი ქულა საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

სადოქტორო პროგრამებზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2022 წლის 10, 11 და 12 იანვარს დისტანციურად პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. გამოცდაზე დასასწრები ბმულისა და დროის შესახებ ინფორმაცია აპლიკანტს გაეგზავნება ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე არა უგვიანეს 7 იანვრისა.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

 

ბანერები