ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადების შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადების შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

სადოქტორო პროგრამებზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2020 წლის 7 სექტემბერს, დისტანციურად, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. გამოცდაზე დასასწრები ბმული და დრო გაეგზავნება აპლიკანტს ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

მნიშვნელოვანია! გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს და ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილოთ აქ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

 

 

ბანერები