ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადების შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ახალი ამბები

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადების შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

გაითვალისწინეთ: სააპელაციო კომისიის მიერ დაწერილი ქულა საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

სადოქტორო პროგრამებზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გასაუბრებას გაივლიან დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2023 წლის 17 და 18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ 2023 წლის 16 იანვარს განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „არქეოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა,სადოქტორო პროგრამის „სოციოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციალური მუშაობა“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ ჩორგოლაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2023

ბანერები