ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ინგლისური ენის გამოცდის განრიგი – სადოქტორო პროგრამებზე მიღება

ახალი ამბები

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ დისტანციურად პროგრამა ზუმის გამოყენებით 2022 წლის 22 და 26 იანვარს. სავალდებულოა ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და წარუდგინოთ კომისიას გამოცდის დაწყებისთანავე.

გამოცდის განრიგი საიდენტიფიკაციო კოდებისა და დროის მითითებით შეგიძლიათ იხილოთ – 22 იანვარი, 26 იანვარი. აპლიკანტი გამოცდაზე დაიშვება საიდენტიფიკაციო კოდით განრიგში მითითებულ დროს. გამოცდის ბმული გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელფოსტაზე.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის უფლებას.

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები