ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის  სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია.

ჩარიცხვა:

სადოქტორო პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განახცადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

გასაუბრების შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ 2017 წლის 9 თებერვალს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე (მის. მ. თამარაშვილის ქ. N4, ოთახი H-102 (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან) და თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი), უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ორიგინალი) ან აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის - ორიგინალი):
  • ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში)(ორიგინალი);
    • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) (ორიგინალი);
  • იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გაგრძელების მსურველს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან (ორიგინალი) - ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ორიგინალი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
  • 2 ფოტოსურათი 3X4.

შენიშვნა: 

აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად!

იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს ან/და ხელშეკრულებას გააფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წარმატებულ კანდიდატთა სია წარდგენილ იქნება ჩარიცხვის ბრძანების გამოსაცემად 2017 წლის 13 თებერვალს.

ბანერები