ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ჩასარიცხ კანდიდატთა სია - სადოქტორო პროგრამებზე მიღება

ახალი ამბები

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია .

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ ძირითად კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 24 და 25 თებერვალს, H 118 ოთახში 10:00-დან 18:00 საათამდე (შემოსვლა შესაძლებელია ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, H კორპუსი).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან  იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა-მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი).

დ) თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

რომელიმე ქვემოთმოყვანილი სერტიფიკატის  არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი:

ე) ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზეს)

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

თ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა წარმოადგინონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილის დედანი, რომლითაც დასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

2022 წელი

ბანერები