ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდის საბოლოო შედეგები

ახალი ამბები

ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის საბოლოო შედეგები იხილეთ აქ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

გაცნობებთ, ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების, რომელთაც დააკმაყოფილეს ინგლისური ენის კონკრეტულ დონეზე ცოდნის კომპეტენცია, მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2025 წლის 1-ელ დეკემბერს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
გიორგი ოდოშაშვილს,

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge

 

ბანერები