ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდის შედეგები

ახალი ამბები

ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები იხილეთ აქ.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის წერილობითი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 9 დეკემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge.

ინგლისური და გერმანული ენების წერილობითი გამოცდის შედეგების აპელაციისთვის ინგლისური და გერმანული ენების გამოცდის საპრეტენზიო კომისიასთან შეხვედრა გაიმართება 2022 წლის 13-14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეხვედრის დროისა და აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია კი 2022 წლის 12 დეკემბერს გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გაითვალისწინეთ! ინგლისური ენის გამოცდის ქულები აპელაციის გათვალისწინებით საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

 ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2022 წლის 15 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გამსვლელი ქულის (55 და მეტი) დაგროვების შემთხვევაში აპლიკანტი გადადის მე-3 ეტაპზე.

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის  გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ ჩორგოლაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2022

 

ბანერები