ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდების შედეგები

ახალი ამბები

ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები იხილეთ აქ.

ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები იხილეთ აქ.

გერმანული ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები იხილეთ აქ.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 3 დეკემბერს (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

ინგლისური და გერმანული ენების განმეორებითი გამოცდები ჩატარდება 6 და 7 დეკემბერს. ინფორმაცია საგამოცდო დროისა და ბმულის შესახებ აპლიკანტებს გადაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტებზე.

გაითვალისწინეთ! განმეორებით გამოცდაზე მიღებული ქულა საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ინგლისური და გერმანული ენების გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2021 წლის 8 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ და პროგრამის ვებ-გვერდის სიახლეებში.

გამსვლელი ქულის (60 და მეტი) დაგროვების შემთხვევაში, აპლიკანტი გადადის მე-3 ეტაპზე.

მნიშვნელოვანია! ინგლისური და გერმანული ენების გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

ლიკა ნოზაძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი

ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2021 წელი

ბანერები