ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების განრიგები

ახალი ამბები

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები, ზეპირი გამოცდა ინგლისურ და გერმანულ ენებში ჩაუტარდებათ დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, ქვემოთ მითითებული ინფორმაციის მიხედვით.

ინგლისური ენის გამოცდა

ინგლისური ენის B1 და B2 დონეების შესაბამისი ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2021 წლის 29 ან 30 ნოემბერს. გამოცდაზე დასასწრები ბმული საიდენტიფიკაციო კოდების, გამოცდის ზუსტი თარიღის და დროის მითითებით იხილეთ აქ.

შენიშვნა: ინგლისური ენის B1 დონის გამოცდა ტარდება მაშინ, როდესაც აპლიკანტს ძირითად ენად გერმანული აქვს არჩეული.

გერმანული ენის გამოცდა

გერმანული ენის B2 დონის შესაბამისი ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ჩატარდება 1 დეკემბერს. გამოცდაზე დასასწრები ბმული საიდენტიფიკაციო კოდების, გამოცდის ზუსტი თარიღის და დროის მითითებით იხილეთ აქ.

გამოცდაზე აპლიკანტი დაიშვება საიდენტიფიკაციო კოდის გასწვრივ მითითებულ დროს. აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამოცდის მსვლელობისას ვიდეო გამოსახულება უნდა ჰქონდეს ჩართული. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტისა და ვიდეო გამოსახულების ჩართვის გარეშე აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება!

ინგლისური ენის B2 და B1 დონის, ასევე გერმანული ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები - public version - band descriptors.

გერმანული ენის ზეპირი გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.

მნიშვნელოვანია! ინგლისური და გერმანული ენების გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 2021 წელი

ბანერები