ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდის შედეგები

ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები იხილეთ აქ.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 20 აგვისტოს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის  კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე: info@iliauni.edu.ge.

ინგლისური ენის განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 21 აგვისტოს. დამატებით ინფორმაციას კანდიდატი მიიღებს ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2020 წლის  24 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ და პროგრამის ვებგვერდის სიახლეებში.

ინგლისური ენის გამოცდაში გამსვლელი ქულის (60 და მეტი) დაგროვების შემთხვევაში აპლიკანტი გადადის მე-3 ეტაპზე.

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
ტელ.: 2 22 00 09 (206)

 

ბანერები