ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის სააპელაციო გამოცდის განრიგი

ახალი ამბები

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც გაასაჩივრეს ინგლისური ენის B2 დონის გამოცდაზე მიღებული შედეგები, განმეორებით ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2020 წლის 29 დეკემბერს.

გამოცდაზე დასასწრები ბმული საიდენტიფიკაციო კოდებისა და დროის მითითებით იხილეთ აქ.  გამოცდაზე აპლიკანტი დაიშვება საიდენტიფიკაციო კოდის გასწვრივ მითითებულ დროს.

გაითვალისწინეთ! განმეორებით გამოცდაზე მიღებული ქულა საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2020 წლის 30 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ და პროგრამის ვებგვერდის სიახლეებში.

ინგლისური ენის გამოცდაში გამსვლელი ქულის (60 და მეტი) დაგროვების შემთხვევაში აპლიკანტი გადადის მე-3 ეტაპზე.

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

 

ბანერები