ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდის განრიგი

ახალი ამბები

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2020 წლის 23 დეკემბერს.

გამოცდაზე დასასწრები ბმული საიდენტიფიკაციო კოდებისა და დროის მითითებით იხილეთ აქ. გამოცდაზე აპლიკანტი დაიშვება საიდენტიფიკაციო კოდის გასწვრივ მითითებულ დროს.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები - public version - band descriptors.

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

 

ბანერები