ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2019 წლის 27 თებერვალი.

მობილობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები:

  • სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნეს ის წინაპირობები, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისათვის. 
  • სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო ტესტის ტიპი.  

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳ თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 , H118
☏  (+995 32) 222 00 09 (115)
✉  sciences_engineering@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები