ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 21 თებერვლი. 

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი. 

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი შიდა მობილობის წესით სტუდენტებს მიიღებს დანართში არსებულ პროგრამებზე. 

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მობილობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები:

  • სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნეს ის წინაპირობები, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისათვის. 
  • სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო ტესტის ტიპი.  
დეტალური ინფორმაცია იხ. თანდართულ ბრძანებაში. 

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge
➳ ოთახები:E302 E 305, E303, E405, E403
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები