ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების სადოქტორო პროგრამებზე

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების სადოქტორო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.

მობილობა ცხადდება:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურის „სოციალური და ჰუმანიტარული
    მეცნიერებების ინტერდისციპლინური პროგრამის“ არქეოლოგიის მიმართულებაზე მხოლოდ
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურის
    სტუდენტთათვის;

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების
    ინტერდისციპლინური პროგრამიდან“ ამავე ფაკულტეტის განათლებისა და ფილოსოფიის სადოქტორო
    პროგრამებზე.

დამატებითი ინფორმაცია: 
  •  „სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური პროგრამის“ არქეოლოგიის მიმართულებაზე გადამსვლელ სტუდენტთათვის განისაზღვროს 1 ვაკანტური ადგილი;

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურის „სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური პროგრამის“ არქეოლოგიის მიმართულებაზე გადასვლის მსურველმა სტუდენტმა განაცხადს უნდა დაურთოს პოტენციური ხელმძღვანელის თანხმობა და კვლევითი განაცხადი;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი სადოქტორო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს „მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების“ დაცვით.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2019 წლის  27 თებერვალი.

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი  N A204
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ arts_sciences@iliauni.edu.ge

ბანერები