ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებზე

შიდა მობილობა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 21 თებერვალი.

  • სამართლის სკოლაში შიდა მობილობა ცხადდება:
    • სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი;
    • კერძო(ბიზნეს) სამართალი - 2 ვაკანტური ადგილი;
    •  საჯარო სამართალი და პოლიტიკა - 2 ვაკანტური ადგილი;
    • სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 2 ვაკანტური ადგილი.

  • სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგებაერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ბრძანებას. 

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

სამართლის სკოლა
➳ ჭავჭავაძის გამზ. 32. A404
☏ (+995 32) 222 00 09 (301)
lawfaculty@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები