ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2019 წლის 27 თებერვალი.

გაითვალისწინეთ, რომ ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (გარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული საბაკალავრო პროგრამებისა) შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • მათემატიკა
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.

შენიშვნა: აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომელთაც, ზოგადი მოდულის ფარგლებში, წარმატებით გაიარეს შესავალი კურსი/კურსები სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერებათა ბლოკებიდან.

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი

მის.: თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, H118

ტელ.: 032 2 22 00 09 (115)

ელ.ფოსტა: [email protected]

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები