ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  სტუდენტთა შიდა მობილობას ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების საბაკალავრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 21 თებერვლი.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი.

მობილობა ცხადდება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის პროგრამებზე, რომელიც მოცემულია დანართში.

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ქვემოთ მოცემულ პროგრამებზე

  • მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)
  • კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)

შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი: მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია.

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.

შენიშვნები:

  • აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები კოდებით: INTROLF ან INTROENG.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბრძანება. 
 

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი. 


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge
➳ ოთახები: E302, E 305, E308, A201
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები