ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რიგგარეშე მობილობა

რიგგარეშე მობილობა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას რიგგარეშე მობილობით 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

ვის შეუძლია რიგგარეშე მობილობით სარგებლობა

რიგგარეშე მობილობა ცხადდება იმ პირთათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს.

როდის და სად უნდა შემოიტანონ განაცხადი მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა

მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2018 წლის 12 სექტემბერიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-18:00 საათებში, შემდეგ მისამართებზე:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - ი.ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A303.
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და საინჟინრო ფაკულტეტი - მ.თამარაშვილის ქ.N3, ოთახები H118 და H103 (H კორპუსთან შემოსასვლელი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 ეზოდან).
შენიშვნა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამებზე რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებს ერთიან ეროვნლ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი:
  • მათემატიკა
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია

გაითვალისწინეთ, თუ რიგგარეშე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა გადააჭარბებს ვაკანტური ადგილების რაოდენობას, უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ ის პირები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების სია

  • განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგამნი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელექრონულ ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD დისკი);

რა პროგრამაზე შემიძლია სწავლის გაგრძელება რიგგარეშე მობილობით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის რიგგარეშე მობილობით სტუდენტებს მიიღებს შემდეგ პროგრამებზე:

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები