ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები

ახალი ამბები

პროგრამის მოკლე აღწერა

პროგრამა განკუთვნილია პირთათვის, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს და აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ჩაბარებული  და სურთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლა.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასები) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, რომელსაც გააჩნია წარმატებული პროფესიული საქმინობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეუძლია უპასუხოს მასწავლებლისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენცია - დადასტურებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული დაწყებითი საფეხურის პედაგოგების (I-IV კლ.) გამოცდით;
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება

პროგრამის სტრუქტურა

  • პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკი - 27 კრედიტი
  • საგნობრივი მეთოდიკების ბლოკი- 27 კრედიტი
  • სასკოლო პრაქტიკის ბლოკი -6 კრედიტი

შენიშვნა: პროგრამის დასასრულს ყველა მიმართულების სტუდენტი წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტი ფასდება „ჩათვლა“ ან „არ ჩათვლ“-ით. კურსდამთავრებულზე პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი გაიცემა პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.


დასაქმების სფეროები

  • კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
  • კერძო და საჯარო სკოლებში
  • დაწყებითი საფეხურის (1-4 კლასი) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების უფროს მასწავლებლად.
  • მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრებში;
  • პედაგოგთა გადამზადების ცენტრებში;
  • საგანამანათლებლო რესურსცენტრებში;
  • განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
  საკონტაქტო ინფორმაცია:
(+995 32) 222 00 09 (349)
ელ.ფოსტა:
✉ sopiko_lobjanidze@iliauni.edu.ge
 lia.tvildiani.1@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები