ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეგისტრაცია

ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისთვის.

რეგისტრაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2019 წლის 14 აგვისტოდან 24 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 14 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრობის კანდიდატი. 

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოაგზავნეთ განაცხადი, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ! 

საგამოცდო პერიოდი

მაგისტრობის კანდიდატებისთვის, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას, საგამოცდო და გამოცდების შედეგების აპელაციის პერიოდად განსაზღვრულია პერიოდი 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდების დეტალური განრიგი გამოქვეყნდება არაუგვიანეს 27 აგვისტოსი. 


 სასარგებლო ბმულები:

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები