ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჩუქარი ილიაუნისგან - საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი

საჩუქარი ილიაუნისგან - საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი მაგისტრობის მსურველებს სთავაზობს საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო ინტენსიურ კურსს.

კურსის აღწერა

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი ფარავს სამაგისტრო გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და შედგება 2 სესიისგან. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა 3 საათი და 30 წუთი და მოიცავს 2 სასწავლო მოდულს. 

სესია 1

მოდული 1 წაკითხულის გააზრება

მონაწილეები რთული ტექსტების მაგალითზე გაეცნობიან ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს და კითხვებზე სწორი პასუხის მიგნების საშუალებებს.

მოდული 2 ანალიტიკური წერა

სამაგისტრო პროგრამებისა და მიმართულებების გათვალისწინებით განიხილება რამდენიმე ტიპის ესეს სტრუქტურა და წერის პრინციპები. მონაწილეები გაეცნობიან ესეების შესწორების კრიტერიუმებს, შეეცდებიან, თავად გაასწორონ ნებისმიერი ესე და კრიტერიუმების შესაბამისად გამოთვალონ ქულები.

სესია 2

მოდული 3 ლოგიკური მსჯელობა

ტრენინგის ფარგლებში გარჩეული 50 ამოცანის მაგალითზე მსმენელები გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის ხერხებს და ათვისებული მიდგომების გათვალისწინებით ამოხსნიან მსგავს ამოცანებს.

მოდული 4 რაოდენობრივი მსჯელობა

მონაწილეები გაიხსენებენ მათემატიკის საბაზისო მინიმუმს, რომელიც გათვალისწინებულია საგამოცდო ტესტებში და ათვისებული მასალის გამოყენებით ამოხსნიან 40 ამოცანას.

კურსის განრიგი და ხანგრძლივობა

კურსი დაიწყება ივნისში და ჩატარდება ყოველკვირეულად, ოთხშაბათსა და კვირას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ 4 ნაკადს:

  • ნაკადი N1 – 13 ივნისი, 18:30 საათი; 17 ივნისი, 12:00 საათი;
  • ნაკადი N2 – 20 ივნისი, 18:30 საათი, 24 ივნისი, 12:00 საათი;
  • ნაკადი N3 – 27 ივნისი, 18:30 საათი, 1 ივლისი, 12:00 საათი;
  • ნაკადი N4 – 4 ივლისი, 18:30 საათი, 8 ივლისი, 12:00 საათი;

მონაწილეობის პირობები

მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: http://bit.ly/registrationisumaster

უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც უფრო ადრე გაივლიან რეგისტრაციას. შერჩეული მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას კურსთან დაკავშირებით მიიღებენ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე კურსის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე.

მარი დგებუაძე მოსამზადებელი ცენტრის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკაში, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა GRE, GMAT და SAT.

საკონტაქტო ინფორმაცია

pr@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (352)

Facebook.com/Iliauni

ბანერები