ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ახალი ამბები

მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 
ანგლისტიკის მიმართულებისათვის – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტი, ზეპირი გამოცდა
რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაესე
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვისშიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდატესტირება ძირითად და მეორე უცხოურ ენაში

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

4. ფილოსოფია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდასამოტივაციო წერილიზეპირი გამოცდა

5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

შენიშვნაშუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV)

6. არქეოლოგია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა
 
მიმართულება: ხელოვნება

7. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: მიღება ცხადდება პროგრამის მხოლოდ კინომცოდნეობის მიმართულებაზე

მიმართულება: განათლება

8. განათლების ადმინისტრირება – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა, პორტფოლიო

9. სპეციალური განათლება – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები

10. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაესეზეპირი გამოცდა დარგობრივი ტექსტის ნიმუში

11. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდატესტირება ინგლისურ ენაშიზეპირი გამოცდა /  ტესტის ნიმუში

შენიშვნაკომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV)

12. საზოგადოებრივი ურთიერთობები: შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

შენიშვნასაზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV)

13. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

14. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

15. ადიქციის კვლევები – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა:

16. სოციოლოგია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

17. რელიგიის კვლევები – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა

შენიშვნა: რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV).

18. სოციალური სამუშაო – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

მიმართულება: ჯანდაცვა

19. ფსიქიკური ჯანმრთელობა – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზეპირი გამოცდა

შენიშვნა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული, მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებული დოკუმენტი/დოკუმენტები (არ არის სავალდებულო აპლიკანტს 2-წლიანი პრაქტიკა ჰქონდეს უწყვეტად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ დაწესებულებაში);


რეგისტრაცია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 14 აგვისტოდან 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 103 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 32, პირველი სართული)

მაგისტრატურის საფეხურზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

გ) 2017 წლის საერთო-სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში – 2017 წლის სამაგისტრო საგამოცდო ბარათი და მისი ასლი;

დ) ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელვერსია ჩაწერილი ელექტრონულ მატარებელზე (CD დისკზე);

ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ზ) ესე/პორტფოლიო/სამოტივაციო წერილი/განაცხადი/რეზიუმე (CV), თუ შესაბამისი პროგრამა ამას მოითხოვს. ესე/სამოტივაციო წერილი/განაცხადი მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს როგორც ამობეჭდილი სახით, ასევე ელექტრონული ვერსია, ჩაწერილი ელექტრონულ მატარებელზე – CD დისკზე (განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს პორტფოლიოს მხოლოდ ქაღალდური ვერსია)

თ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს, შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული, მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებული დოკუმენტი/დოკუმენტები (შენიშვნა: არ არის სავალდებულო, აპლიკანტს 2-წლიანი პრაქტიკა ჰქონდეს უწყვეტად ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ დაწესებულებაში);

ი) საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება 2017 წლის 31 აგვისტოდან 2017 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

ინფორმაცია პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 25 აგვისტოს, ხოლო დეტალური ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა სახელობითი სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და საგამოცდო აუდიტორიების მითითებით – არაუგვიანეს 30 აგვისტოს;

შიდასაუნივერსიტიტეტო გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2017 წლის 7 სექტემბერს.


სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში 2017 წლის 8, 11 და 12 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია);

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია. 

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი ზეპირი გამოცდა და/ან ესეების/პორტფოლიოების/ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2017 წლის 14-15 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 13 სექტემბერს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.


შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), სახელისა და გვარის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 18 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:

ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2017 წლის 19-20 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდეA 103 აუდიტორიაში; 

სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2017 წლის 21-22 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 103 აუდიტორიაში.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ !

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 21 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ლორენა ლომიძე – ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
ელფოსტა: lorena.lomidze.1@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: ნინო კახაძე – ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები