ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედეგები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ მაგისტრობის კანდიდატთა პირველადი შედეგები და აპელაციის პროცედურები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა პირველადი შედეგები:

გაითვალისწინეთ, მაგისტრობის კანდიდატთა საპრეტენზიო განაცხადები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი უნივერსიტეტის კანცელარიაში 2018 წლის 12 და 13 სექტემბრს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

საპრეტენზიო განაცხადების განხილვა მოხდება 2018 წლის 14-17 სექტემბერს.

2018 წლის 18 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება რეიტინგული სია აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

იმ მაგისტრობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2018 წლის 19 სექტემბრიდან და გაგრძელდება 24 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A404 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32).

ბანერები