ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედეგები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ მაგისტრობის კანდიდატთა რეიტინგული სია და აპელაციის პროცედურები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ჩატარებული შიდა გამოცდების პირველადი შედეგები:

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცედურები:

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ სააპელაციო განაცხადის შემოტანა მაგისტრობის კანდიდატს შეუძლია 2018 წლის  10 და  11 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილი 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

საპრეტენზიო განაცხადების განხილვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე გაიმართება 2018 წლის  12 და 13 სექტემბერს.


 

2018 წლის 18 სექტემბერს აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთა საბოლოო შეფასებები და  რეიტინგული სიები სახელისა და გვარის მითითებით.

ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:

  • ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2018 წლის 19-20 სექტემბერს10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: მ. თამარაშვილის ქ .N4, H კორპუსი ოთახი 118 (H კორპუსთან შემოსასვლელი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან);
  • სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2018 წლის 21 და 24 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: მ. თამარაშვილის ქ .N4, H კორპუსი ოთახი 118 ( H კორპუსთან შემოსასვლელი  ქ. ჩოლოყაშვილის გამზ.,  3/5,  ეზოდან).

მაგისტრობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სავალდებულოა წარმოდგენილი იქნას ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი სრულყოფილად.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა. 

თუ მაგისტრობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე (პროგრამის მიმართულებაზე).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მაგისტრობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 19-20 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის 21 და 24 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018- 2019 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2018  წლის 1-ლ ოქტომბერს.

ბანერები