ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბოლოო შედეგები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეიტინგული სიები - საბოლოო შედეგები

ახალი ამბები

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:

  • ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2018 წლის 19-20 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: მ. თამარაშვილის ქ .N4, H კორპუსი ოთახი 118 (H კორპუსთან შემოსასვლელი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან);
  • სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2018 წლის 21 და 24 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: მ. თამარაშვილის ქ .N4, H კორპუსი ოთახი 118 ( H კორპუსთან შემოსასვლელი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან).

საბოლოო შედეგები

მაგისტრობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სავალდებულოა წარმოდგენილი იქნას ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი სრულყოფილად.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.

თუ მაგისტრობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე (პროგრამის მიმართულებაზე).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მაგისტრობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 19-20 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის 21 და 24 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018- 2019 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2018 წლის 1-ლ ოქტომბერს.


წარმოსადგენი დოკუმენტები

  • განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში - 2018 წლის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • პორტფოლიო, თუ შესაბამისი პროგრამა ამას მოითხოვს;
  • რეზიუმე (CV);
  • მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე მიმღებ უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
  • საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

☏ (+995 32) 2 22 00 09 (508; 134; 115)

 sciences_engineering@iliauni.edu.ge

 ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

ბანერები