ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედეგები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შიდა გამოცდების შედეგები - პირველადი შედეგები

ახალი ამბები

1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 

2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) - ტესტირების  შედეგები

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – ზეპირი გამოცდის  შედეგები

4. ფილოსოფია – ზეპირი გამოცდის შედეგები/ სამოტივაციო წერილის შედეგები/ ჯამური შედეგები 

5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – ზეპირი გამოცდის  შედეგები

6. არქეოლოგია – ზეპირი გამოცდის  შედეგები

7. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი (კინომცოდნეობის მიმართულება) - ზეპირი გამოცდის  შედეგები

8. განათლების ადმინისტრირება - ზეპირი გამოცდის შედეგებიპორტფოლიოს შედეგები / ჯამური შედეგები

10. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – ზეპირი გამოცდის შედეგები

11. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - ტესტირების  შედეგები / ზეპირი გამოცდის  შედეგები/ ჯამური შედეგები

12. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – ზეპირი გამოცდის შედეგები

13. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - ზეპირი გამოცდის შედეგები

14. ადიქციის კვლევები - სააპლიკაციო ფორმის შედეგები/ ზეპირი გამოცდის შედეგები/ ჯამური შედეგები

15. სოციოლოგია - ზეპირი გამოცდის შედეგები

16. რელიგიის კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები

17. სოციალური სამუშაო – ზეპირი გამოცდის შედეგები

18. ფსიქიკური ჯანმრთელობა - ზეპირი გამოცდის შედეგები

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში 2018 წლის 11 და 12 სექტემბერს - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია);

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია. 

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი ზეპირი გამოცდა და/ან ესეების/პორტფოლიოების/ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2018 წლის 13-14 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2018 წლის 12 სექტემბერს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), სახელისა და გვარის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2018 წლის 17 სექტემბერს.

17 სექტემბერს  რეიტინგულ სიებთან ერთად  განთავსდება ინფორმაცია ჩასარიცხ კანდიდატთა  ძირიოთადი სიების ხელშეკრულების გაფორმების ზუსტ დროებთან დაკავშირებით.


 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლიკა ნოზაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი

ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)

ელფოსტა: lika.nozadze.3@iliauni.edu.ge 

ლელა ბერიძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე

ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)

ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 
ბანერები