ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბოლოო შედეგები

ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეიტინგული სიები - საბოლოო შედეგები

ახალი ამბები

მაგისტრობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება შემდეგი განრიგით:

ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი)

  • ძირითადი სია - ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 18 და 19 სექტემბერი,10:00-დან 18:00 საათამდე
  • სათადარიგო სია - ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 20 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურ ენაზე) Business Administration (Eng )

  • ძირითადი სია - ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 17 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე
  • სათადარიგო სია - ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 18 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი

  • ძირითადი სია - ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 14 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე
  • სათადარიგო სია - ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 17 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე

საზოგადოებრივი ურთიერთობები

  • ძირითადი სია - ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 14 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე
  • სათადარიგო სია -ხელშეკრულების გაფორმების ვადა: 17 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე

გაითვალისწინეთ, რომ მაგისტრობის კანდიდატებმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 E კორპუსის 302 ოთახი)

  • 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში – 2018 წლის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD); 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის); 
  • რეზიუმე(CV); 
  • საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა; 
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  • დიპლომის საშუალო ნიშანი (GPA) და GPA-ს გამოთვლის წესის დამადასტურებელი დოკუმენტი (GPA-ს მინიმალური და მაქსიმალური ქულა) ან დიპლომის ქულების საშუალო არითმეტიკული;
  • ბიზნესის სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ tamar_takaishvili@iliauni.edu.ge
➳ ოთახი:E302 
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

 

ბანერები