ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადის შეფასება - მიღება 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ახალი ამბები

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასება იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

გასაუბრება დარგობრივი კომისიების წინაშე ჩატარდება 2017 წლის  23, 24, 27 თებერვალს. გასაუბრების ზუსტი თარიღის, აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია, მიმართულებების მიხედვით,  განთავსდება არაუგვიანეს 2017 წლის 22 თებერვლისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ის კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ გასაუბრების მოთხოვნებს და გასაუბრების შეფასების ფორმას (ფორმა იხილეთ აქ.)

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული https://iliauni.edu.ge/ge/study/doqtorantura/sadoqtoro

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები