ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ახალგაზრდა ინჟინერთა დასაქმების პროგრამა

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„ჰაიდელბერგცემენტის“ ჯგუფი იწვევს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოტივირებულ კურსდამთავრებულებს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ახალგაზრდა ინჟინრების 12-თვიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, შემდგომ კომპანიაში დასასაქმებლად და საპასუხისმგებლო პოზიციების დასაკავებლად.

გსურთ, გამოიყენოთ თქვენი ცოდნა პრაქტიკაში რაც შეიძლება სწრაფად, გახდეთ კომპეტენტური გუნდის წევრი, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება „ჰაიდელბერგცემენტის“ როგორც საქართველოს, ასევე „ჰაიდელბერგცემენტის“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში საზღვარგარეთ და გააფართოოთ თქვენი პიროვნული და პროფესიული მასშტაბები? მაშინ შემოგვიერთდით, შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენი ორგანიზაციის წარმატებაში და განვითარდით ჩვენთან ერთად. 

ახალგაზრდა ინჟინრების პროგრამის ფარგლებში, ვიწვევთ კანდიდატებს ტექნიკურ დეპარტამენტებში სამუშაოდ შემდეგი მიმართულებებით:

  • მექანიკის ინჟინერია;
  • სამთო ინჟინერია;
  • ცემენტის ტექნოლოგია.

პროგრამაში მონაწილეობა ანაზღაურებადია. 

პროგრამის შინაარსი:

  • შესაბამისი სფეროების დეტალური შესწავლა და ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
  • დამატებითი ტრეინინგები უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად;
  • პროექტებზე მუშაობა;
  • სტაჟირება „ჰაიდელბერგცემენტის“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში საზღვარგარეთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება; 
  • სასურველია საერთაშორისო გამოცდილება (პრაქტიკა-სტაჟირება, სწავლა საზღვარგარეთ);
  • შედეგზე ორიენტირება და პრაგმატულობა;
  • ეკონომიკური, სამეწარმეო აზროვნება;
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • მზადყოფნა ახლის შესწავლისათვის;
  • კარგი ანალიტიკური უნარი და პიროვნული თვისებები;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ „ჰაიდელბერგცემენტის“ გუნდთან ერთად, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა, თან დაურთოთ აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი და გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: application@heidelbergcement.ge ან მოიტანოთ „ჰაიდელბერგცემენტის“ სათავო ოფისში (მის.: ლორთქიფანიძის ქ. 4, თბილისი 0105 საქართველო). განიხილება მხოლოდ სრულყოფილად მოწოდებული დოკუმენტაცია.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილი, 2017

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი: ქეთევან ელბაქიძე
ტელეფონი: +995 32 474747 (121)

ბანერები