ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნიკინო

უნიკინო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნიკინო 2009 წელს შეიქმნა და მას მერე ყოველ პარასკევს, 18:00 საათზე, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრები იხილონ. უნიკინოს კინოსეანსზე დასწრება თავისუფალია როგორც ილიაუნის სტუდენტებისთვის, ისე ყველა დაინტერესებული პირისთვის. ფილმების ჩვენება მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის 32).

უნიკინოს მიზანია, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები გააცნოს. ფილმების შერჩევაში სტუდენტებსაც შეუძლიათ მონაწილეობა, თუ მისამართზე unikino@iliauni.edu.ge თავიანთ შეთავაზებებს გამოაგზავნიან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს აქვს სურვილი, თარგმნოს რომელიმე ფილმის სუბტიტრები ქართულ ენაზე, მას უნდა მიმართოს უნიკინოს მთარგმნელთა კლუბს და ყოველ 5 გადათარგმნილ ფილმზე მიიღებს აღნიშნული კლუბისა და სტუდენტური სერვისცენტრის სერტიფიკატს.

უნიკინოს ბაზაზე არსებობს ასევე უნიკინოს კინოკლუბი, რომლის წევრებიც ორგანიზებას უწევენ უნიკინოში ფილმების ჩვენებას, ხოლო შემდეგ მართავენ ფილმთან დაკავშირებულ დისკუსიებს. კლუბის წევრებს შეუძლიათ მოიწვიონ სასურველი სტუმრები და მათთან ერთად მოაწყონ ფილმების განხილვა.

კინოკლუბის ხელმძღვანელია კინომცოდნე ნინია კაკაბაძე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
✉ unikino@iliauni.edu.ge
www.facebook.com/unikin0
☏ 2 29 47 11

ბანერები