ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალგაზრდული საგანმანათლებლო საზოგადოება

ახალგაზრდული საგანმანათლებლო საზოგადოება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ახალგაზრდული საგანმანათლებლო საზოგადოება“ 2015 წლის 30 იანვარს შეიქმნა. კლუბი წარმოადგენს ნების თავისუფლებაზე დამყარებულ სტუდენტურ გაერთიანებას,რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკუთარი წესდების საფუძველზე ახორციელებს თავის საქმიანობას. ახალგაზრდული საგანმანათლებლო საზოგადოება როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ზოგადად ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის გეგმავს და ახორციელებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მიზანი:

ახალგაზრდული საგანმანათლებლო საზოგადოების მიზნებია:

  • სტუდენტთა ჩართვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
  • საქართველოს განათლების სისტემის შესწავლა და პრობლემებზე მუშაობა.
  • სტუდენტთა და სხვა ახალგაზრდების უფლებების დაცვა.
  • სოციალურ საკითხებზე მუშაობა.
  • თანამშრომლობა უცხოურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.
  • სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე მუშაობა.
  • ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობა.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
✉ [email protected]
☏ 598 623 241
Yes - ახალგაზრდული საგანმანათლებლო საზოგადოება
საკონტაქტო პირი: თენგიზ კალანდაძე  

ბანერები