ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მომავალ მათემატიკოსთა კლუბი

მომავალ მათემატიკოსთა კლუბი

აღწერა

მომავალ მათემატიკოსთა კლუბი 2014 წელს შეიქმნა. ის წარმოადგენს ნების თავისუფლებაზე დამყარებულ სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც, უნივერსიტეტის და საკუთარი წესდების საფუძველზე, ახორციელებს თავის საქმიანობას. კლუბის შექმნამდე ილიაუნის მათემატიკის მიმართულების სტუდენტების სტუდენტური ცხოვრება შემოიფარგლებოდა მხოლოდ ლექცია-სემინარებით. არ არსებობდა სხვა დამატებითი აქტივობები, სადაც მათ ექნებოდათ შესაძლებლობა გამოევლინათ საკუთარი უნარები და მიეღოთ დამატებით ცოდნა და გამოცდილება.

მიზანი

კლუბის მიზანს წარმოადგენს როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისათვის მათემატიკურ საკითხებზე ლექცია-სემინარების, შეხვედრების, კონკურსების, ოლიმპიადებისა და ღონისძიებების ორგანიზება.

კლუბის მიზანია ასევე: მათემატიკურ მეცნიერებებში ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და მხარდაჭერა; მუდმივი მომზადებისა და გამოცდის გზით მათი წახალისება, რათა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების სრულად რეალიზაცია და სწავლების სხვადასხვა საფეხურზე დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის აქტიურად გამოყენება; შიდასაუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთაშორისი შეჯიბრისა და კონკურენციის გზით პროფესიონალიზმის, სიმტკიცისა და მოტივაციის გაზრდა, ცოდნის გამყარება და მათემატიკურ სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: ლია გელაშვილი

ტელ.: 568 92 69 84

ელფოსტა: lia.gelashvili.1@iliauni.edu.ge

 

 

ბანერები