მენეჯერთა კლუბი
მენეჯერთა კლუბი 2012 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა და 2013 წლის 15 იანვრიდან ფუნქციონირებს. ილიაუნის ბიზნესის სკოლის ბაზაზე დაფუძნებულ კლუბს აქტიური წვლილი შეაქვს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. კლუბი რეგულარულად იწვევს საქართველოში წარმატებული კომპანიების მენეჯერებს და უზრუნველყოფს მათთან სტუდენტების შეხვედრას, დისკუსიების მოწყობას და მომავალი მენეჯერული საქმიანობის შესახებ კომპეტენტური რეკომენდაციების მიცემას. კლუბის დახმარებით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა ასახონ პრაქტიკულ საქმიანობაში. კლუბის წევრების მიერ ითარგმნება მასტერკლასები და სტუდენტებისათვის ეწყობა ვიდეოჩვენებები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
✉ managersclub@iliauni.edu.ge
fb.me/13jv1Er
☏ +995 595 41 82 03
საკონტაქტო პირი: ნათია ბუთბაია