ილიაუნის მთარგმნელთა კლუბი
ილიაუნის მთარგმნელთა კლუბი 2015 წლის მარტში დაარსდა. მასში ამ ეტაპზე გაწევრიანებული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, თუმცა, კლუბის წევრობა შეუძლიათ როგორც მაგისტრანტებს, ასევე მე-4 კურსის სტუდენტებს, რომელთა ენობრივი კომპეტენციის ზღვარი აკმაყოფილებს მინიმუმ B2 დონეს და რომლებიც ფლობენ ზოგადლინგვისტურ საკითხებსა და თეორიებს. გაწევრიანების მსურველებმა კლუბს განცხადებით უნდა მიმართონ შემდეგ ელფოსტაზე: ici@iliauni.edu.ge.
ილიაუნის მთარგმნელთა კლუბის მიზნები
- უცხოენოვანი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა ქართულ ენაზე;
- თარგმანის ხელოვნებასთან დაკავშირებულ თემებზე საჯარო ლექციების, შეხვედრების, მასტერკლასებისა და სხვა სახის საინტერესო ღონისძიებების ორგანიზება.
საკონტაქტო ინფორმაცია
სოფია აკულიანი
☏ 571 550907
✉ ici@iliauni.edu.ge
✉ imk@iliauni.edu.ge