ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის ციფრული ლიდერობის სტუდენტური კლუბი

ილიაუნის ციფრული ლიდერობის სტუდენტური კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ლიდერობის სტუდენტური კლუბი DIGITAL LEADERSHIP STUDENT CLUB 2021 წლის 29 ოქტომბერს დააარსეს ილიაუნის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა.

კლუბის ძირითადი პროექტები ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებისთვისაა, თუმცა შეძლებისდაგვარად მოიცავს ილიაუნის ყველა ფაკულტეტის სხვადასხვა სფეროს.

კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

საჯარო ლექციები

  • ლექციები განკუთვნილი იქნება ტექნოლოგიითა და ციფრული ლიდერობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

პროფესიონალებთან შეხვედრები

  • ამ სფეროში უკვე წარმატებას მიღწეულ ადამიანებთან ურთიერთობა ახალგაზრდებს აძლევს განვითარების მოტივაციას.

დისკუსიები

  • ტექნოლოგიებში ჩართულ ახალგაზრდებს სჭირდებათ სხვადასხვა ლიდერული უნარის განვითარებაც, ამიტომ ვთვლით, რომ დისკუსიების გამართვა ციფრული ლიდერობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

ტრენინგები

  • სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია უშუალოდ დარგის ექსპერტებისგან მიიღონ არა მხოლოდ ტექნოლოგიების, არამედ ლიდერობის მიმართულებითაც.

პროექტები

  • სხვადასხვა მცირე პროექტში მონაწილეობა, როგორებიცაა: ჰაკათონები, სტარტაპები და ა.შ.

კლუბის მიზანი:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ციფრულ ლიდერობასთან ანუ პროგრამირების დახმარებით ვირტუალურ ლიდერობასთან (e-leadership) დაკავშირებული სხვადასხვა ექსტრაკურიკულური აქტივობის ჩატარება. ღონისძიებები გაიმართება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის;
  • კლუბის საქმიანობის ფარგლებში სტუდენტებს შეძლებენ სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვას, დისკუსიების გამართვას, ღონისძიებებში მონაწილეობას (კლუბის წევრებისათვის სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რადგან აქტივობები ჩატარდება ინგლისურ ენაზე);
  • კლუბის წევრები თავადაც შეძლებენ საინტერესო აქტივობების შემოთავაზებას და სტუმრების მოწვევას e-leadership თემატიკიდან გამომდინარე;
  • პროგრამირებით და ლიდერობით (e-leadership) დაინტერესებული სტუდენტები გაიღრმავებენ გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარს.

კლუბში გაწევრიანების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა https://bit.ly/3UZFCiX

კლუბის ლიდერი თამარ თათეშვილი
ტელ.: 577-60-07-08
ელფოსტა: students.digital.leadership@iliauni.edu.ge

 

ბანერები