ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის არქიტექტურის სტუდენტური კლუბი

ილიაუნის არქიტექტურის სტუდენტური კლუბი

კლუბის აღწერა

ილიაუნის არქიტექტურის სტუდენტური კლუბი 2020 წლის შემოდგომის სემესტრში შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. კლუბის ძირითადი პროექტები არქიტექტურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ასევე მოიცავს ილიაუნის ყველა ფაკულტეტის სხვადასხვა სფეროს. კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

მიზანი

  • ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე არქიტექტურულ პროცესებთან დაკავშირებით სტუდენტების ცნობიერების ამაღლება;
  • სტუდენტების აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა არქიტექტურულ აქტივობებში;
  • სტუდენტური ინიციატივების წახალისება და ხელშეწყობა;
  • კონფერენციების, ტრენინგების, საჯარო ლექციების, დებატების, ინტელექტუალური შეჯიბრებების, პერფომანსების, კონკურსების, გამოფენების მოწყობა;
  • საველე გასვლების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
  • არსებულ კლუბებთან, საინიციატივო ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან ერთად საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება და განხორციელება.

კლუბში გაწევრიანების მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.


საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: - +995 597007944 +995 579135691
ელფოსტაstudents.architectureclub@iliauni.edu.ge
FB გვერდი – https://www.facebook.com/iliauni.architecture.sc /
FB ჯგუფი - https://www.facebook.com/groups/249595603476053
Instagram გვერდი - https://www.instagram.com/iliauni_architecture_sc/

ბანერები