ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგთა კლუბი

ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბი

ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბი დაარსდა 2015 წლის 29 იანვარს. კლუბის მიზანია საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზით,  ასევე - სპეციალურ ვებ-გვერდზე ფსიქოლოგიის შესახებ სტატიების სისტემატურად გამოქვეყნებით, პოპულარიზაცია გაუწიოს ფსიქოლოგთა საქმიანობას. კლუბი გეგმავს ტრენინგების, სემინარების, კონკურსების, საჯარო ლექციებისა და კვლევების ჩატარებას და დაინტერესებულ სტუდენტებს, თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს.

კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს საფუძველზე მაშინ, როდესაც კლუბი გამოაცხადებს მიღებას.


საკონტაქტო ინფორმაცია
დამფუძნებლები: თ. ბლადაძე, თ. რევაზიშვილი
 598 28 44 42
 tinatin.bladadze.1@iliauni.edu.ge
Ipclub@iliauni.edu.ge
Facebook-გვერდი: www.facebook.com/Iliaunipsychologyclub

ბანერები