ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ერაზმუს მუნდუსი

ერაზმუს მუნდუსის კლუბი

ერაზმუს მუნდუსის კლუბი 2013 წელს შეიქმნა და მას მერე გეგმავს/ახორციელებს შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისათვის, ასევე უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

კლუბის წევრები საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით; ასევე - ორგანიზებას უწევენ ტუტორების ჯგუფის შექმნას უცხოელი სტუდენტებისათვის ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარების მიზნით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
✉ isuerasmusclub@iliauni.edu.ge
facebook.com/ErasmusMundusClub
☏ 555 39 23 73

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები