ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის კლუბი

ილიაუნის ბიზნესის კლუბი

ილიაუნის ბიზნესის კლუბი 2014 წლის 24 დეკემბერს დაარსდა, თუმცა, აქტიური მუშაობა 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყო. ბიზნესის კლუბი წარმოადგენს სტუდენტთა გაერთიანებას და შემოიფარგლება მხოლოდ სალექციო კურსით, რომელიც ბიზნესის ყველა სფეროს მოიცავს. კლუბის ადმინისტრაცია კლუბის წევრ სტუდენტებს არაერთ საინტერესო პროექტს, ტრენინგსა და ღონისძიებას ჰპირდება. სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, სრულყოფილად ასრულებენ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობენ კლუბის აქტივობებში, გადაეცემათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; გარდა ამისა, ისინი ბიზნესის კლუბისგან მიიღებენ არაერთ სპეციალურ და საინტერესო შემოთავაზებას.


საკონტაქტო ინფორმაცია
გოგა ქუცნიაშვილი
✉ goga.kutsniashvili.1@iliauni.edu.ge 
☏ 557 534 538

ბანერები