ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება
ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება 2012 წლის 7 ნოემბერს შეიქმნა და მას მერე ფუნქციონირებს საკუთარი წესდების საფუძველზე. ამჟამად გაერთიანება შედგება ორმოცამდე წევრისგან, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. გაერთიანებაში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:
- კვლევების განყოფილება;
- განათლების განყოფილება;
- კულტურის განყოფილება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
- ფინანსების განყოფილება;
- იურიდიული განყოფილება.
ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების მიზანია ახალი, განსხვავებული და პროდუქტიული სტუდენტური გარემოს შექმნა, რომელიც დააკავშირებს მომავალ სოციოლოგებს და გაზრდის სტუდენტების მოტივაციას, ჩაერთონ პროფესიულსა და სოციალურ აქტივობებში. გაერთიანების მიზანია ასევე: სოციოლოგიის პოპულარიზაცია;სოციოლოგიური კვლევის მეთოდების, თეორიების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება; კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება; საჯარო ლექციების, სოციოლოგიური დისკუსიების, ტრენინგების ორგანიზება; სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
✉ sociologists.unification@iliauni.edu.ge
www.facebook.com/YoungSociologistsUnion/info
☏ 598 703 807; 595 042 496; 598 489 878.