ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი

საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი

საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი დაარსდა 2013 წელს. იგი შედგება პოლიტსაბჭოსგან (გააჩნია აღმასრულებელი ფუნქცია) და მასზე დაქვემდებარებული დეპარტამენტებისაგან:

  • ანალიტიკური დეპარტამენტი
  • PR დეპარტამენტი
  • HR დეპარტამენტი

კლუბი შეეცდება პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტებს დაეხმაროს წარსულ, მიმდინარე თუ მომავალ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვების გააზრებაში. კლუბის შექმნამდე, სტუდენტები იძულებულნი იყვნენ, უშუალოდ პოლიტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის, დიპლომატებისთვის, ეკონომისტებისთვის მიემართათ ინდივიდუალურად, რათა ადეკვატური პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მიზანი

კლუბის მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში პოლიტიკური ცნობიერების გაზრდა, რაც გულისხმობს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ობიექტურ ანალიზსა და პოლიტიკის მეცნიერებებისა და მისი მონათესავე დარგების შესწავლას. კლუბი ასევე ორიენტირებულია თვითგანათლებასა და განვითარებაზე , რაც თითოეული წევრისათვის პროფესიული დასაქმების და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი იქნება მომავალში. მუდმივად ტარდება საჯარო შეხვედრები პოლიტოლოგებთან, პოლიტიკოსებთან, ეკონომისტებთან თუ დიპლომატებთან, სადაც მიმდინარეობს აქტუალურ თემებზე მსჯელობა. ხშირად ეწყობა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ტარდება კონფერენციები, იმართება დეპარტამენტების მოდელირებული სხდომები, ასევე ტარდება გუნდური კითხვის დღეები, სადაც სოციალურ-პოლიტიკური ტექსტების გაანალიზება და განხილვა მიმდინარეობს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: ლია გელაშვილი
☏ 568 92 69 84
✉ politclub@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები