ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდია

შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდიათა პროგრამა
2013-2014 აკადემიური წლებისთვის

ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობის შვედეთის ინსტიტუტი (Swedish Institute Baltic Sea Region Cooperation) და Visby პროგრამა (Visby Program) 2013-2014 აკადემიური წლებისთვის აცხადებს სტიპენდიათა პროგრამას სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, ბელორუსია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, პოლონეთი, რუსეთი და უკრაინა.
სადოქტორო, პოსტსადოქტორო და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სტიპენდიათა პროგრამა ფარავს საცხოვრებელ და სამგზავრო ხარჯებს და ამასთანავე, სტიპენდიის სახით ყოველთვიურად ითვალისწინებს PhD სტუდენტებისთვის 15,000 შვედურ კრონს, პოსტსაქდოტორო და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის - 18,000 შვედურ კრონს.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2013 წლის 15 იანვრისა.

მაგისტრებისთვის განკუთვნილი სტიპენდიათა პროგრამა ფარავს საცხოვრებელ და სწავლების ხარჯებს და სტიპენდიის სახით  ითვალისწინებს ყოველთვიურად 9,000 შვედურ კრონს.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2013 წლის 11 თებერვლისა. 

სტიპენდიათა პროგრამის ხანგრძლივობა:
სადოქტორო - 12 თვემდე;
პოსტსადოქტორო კვლევა - 6, 9 ან 12 თვე;
ახალგაზრდა მკვლევრებისთვის - 6 თვემდე;
მაგისტრებისთვის - 1 ან 2 წელი.

სტიპენდიათა პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შვედეთის ინსტიტუტის ვებგვერდი: http://www.studyinsweden.se/Scholarships/SI-scholarships/Visby-Program/Masters-level-studies/

ბანერები