ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სტიპენდია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის საზაფხულო სკოლა აცხადებს საბუთების მიღებას ქართველი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში: “სამხრეთი კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა”.

საზაფხულო სკოლა უკვე მეოთხე წელია, იმართება და პირველ ადგილზეა პოპულარობით DAAD-ის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო სკოლებს შორის. მასში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელები.

სკოლა ტარდება 7 - 21 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისსა და აბასთუმანში. სკოლის განუყრელი ნაწილია ექსკურსიები და აქტივობები საღამოობით, მათ შორის, სპორტული ღონისძიებებიც, შეხვედრები ცნობილ მწერლებთან, მხატვრებთან.

სკოლას ხელმძღვანელობენ პროფესორი ქეთევან გურჩიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), იორგ შტადელბაუერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი) და უვე ჰალბახი (ბერლინის მეცნიერების და პოლიტიკის ფონდი).

სკოლა მონაწილეობის მისაღებად იწვევს პოლიტიკური მეცნიერებების, რეგიონული კვლევების, სოციოლოგიის, კავკასიის კვლევების, კულტურული კვლევების, ჰუმანიტარული მიმართულებების სტუდენტებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დოქტორანტებს, ისე მაგისტრანტებს. გამონაკლის შემთხვევებში მიიღებიან ბაკალავრებიც.

სკოლაში გამოყოფილია 5 ადგილი ქართველი სტუდენტებისთვის. სწავლების ენა არის გერმანული (დღის პირველ ნახევარში), ინგლისური ან გერმანული (მოწვეული ექსპერტების ენა) - დღის მეორე ნახევარში.

სკოლა აფინანსებს სტუდენტების მონაწილეობას. სტუდენტები თავად იხდიან კვების ხარჯს სკოლაში ყოფნის პერიოდში თბილისში.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ მოტივაციის წერილი და CV. სტუდენტებმა უნდა იცოდნენ გერმანული და/ან ინგლისური კარგად.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 ივლისი.
   
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.iliauni.edu.ge/summerschools/eng
http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=342&info_id=6766

სკოლის კოორდინატორები: თეონა ბოჭორიშვილი და გიორგი ჩანტლაძე უპასუხებენ თქვენს კითხვებს.

gchantladze@iliauni.edu.ge   teona.bochorishvili@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები