ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საგრანტო კონკურსის ღია კარის დღე

კონკურსის დასახელება:
ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა სოფლის განვითარების სფეროში

ღია კარის დღე გაიმართება 2012 წლის 14 სექტემბერს 14:00 საათზე

ღონისძიების გამართვის ადგილი:
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სათაო ოფისის შენობა

მისამართი: აკაკი წერეთლის 67, თბილისი

მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია, რომ 13 სექტემბრის 18:00 საათამდე მოგვწეროთ  თქვენი სახელი და გვარი ელ. ფოსტაზე - grants@cra.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ  ტელეფონზე ( +995 32) 235 79 84

ღია კარის დღეზე მოგეცემათ შესაძლებლობა,დასვათ შეკითხვები საგრანტო კონკურსსა და საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ და მაშინვე მიიღოთ პასუხები.

ღია კარის დღეზე დასმულ შეკითხვებზე პასუხები ასევე გამოქვეყნდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.cra.gov.ge.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები