ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები

ნიდერლანდების სამეფოს უტრეხტის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს არაევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა წარჩინებული სტუდენტებისთვის სხვადასხვა სფეროებში საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიების ყოველწლიური ოდენობა განისაზღვრება 5000 ევროდან 27 900 ევრომდე. საბაკალავრო პროგრამებია: ეკონომიკა და ბიზნესეკონომიკა, ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებები; სამაგისტრო პროგრამებია: გეომეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა და მმართველობა; სასიცოცხლო მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებები;

სტიპენდიების მოპოვების მსურველი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
–    არ წარმოადგენდნენ ნიდერლანდების ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებს;
–    ფლობდნენ არა ნიდერლანდური საშუალო სკოლის ატესტატს;
–    ჩარიცხულნი იყვნენ უტრეხტის უნივერსიტეტში მინიმუმ ერთ–ერთ ზემოთჩამოთვლილ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე;
–    საბაკალავრო პროგრამისთვის ფლობდნენ მინიმუმ საშუალო სკოლის ატესტატს სასურველ სპეციალობაში, ხოლო სამაგისტრო პროგრამისთვის მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს;
–    აკმაყოფილებდნენ ყველა პირობას ნიდერლანდებში გასამგზავრებელი ვიზის მოსაპოვებლად.

კანდიდატებს სტიპენდიები დაენიშნებათ სრულად შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად გაგზავნილი დოკუმენტაციის (აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გამოქვეყნებული ნაშრომების სია, სარეკომენდაციო წერილები, სამოტივაციო წერილი, ფინანსური გეგმა) საფუძველზე.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 აპრილი საბაკალავრო პროგრამებისთვის, ხოლო 1 დეკემბერი სამაგისტრო პროგრამებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები