ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

S.Pot - ბიზნესის სკოლის არაფორმალური განათლების ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის არაფორმალური განათლების ცენტრი - S.POT

ახალი ამბები

არაფორმალური განათლების ცენტრი S.POT ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ახალი პროექტია. 

რა არის S.POT ?

არაფორმალური განათლების ცენტრი არის სივრცე, სადაც წარმატებული ადამიანები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ დამწყებებს შემდეგი მიმართულებებით:

  • საბანკო საქმე და ფინანსები;
  • მარკეტინგი და ბრენდინგი;
  • ტურიზმი;
  • კულტურა და ბიზნესი;
  • ტექნოლოგიები და სტარტაპები;
  • რეკლამა და დიზაინი;
  • ჯანდაცვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა.

ვის შეუძლია გახდეს S.POT-ელი?

S.POT-ელობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც პროექტში მონაწილეობის სურვილს დაგვიდასტურებს რეგისტრაციით.

ამ ეტაპზე, პროექტში 80 ვაკანტური ადგილიდან 50 ადგილი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ხოლო 30 ადგილი - სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მონაწილეობის შანსს გაზრდით დროული რეგისტრაციით.

როგორ გავხდე S.POT-ელი?

შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://goo.gl/fqhgXA არაუგვიანეს 1-ლი მაისისა.

რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?

  • მიიღებთ ცოდნას და გამოცდილებას;
  • მოისმენთ რჩევებს წარმატებული ადამიანებისგან;
  • გამოიმუშავებთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
  • დაამყარებთ საჭირო კონტაქტებს.

გარდა ამისა, აქტიური S.POT-ელები (რომლებიც დაესწრებიან თითოეული მიმართულების 10 შეხვედრას) დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით და გაივლიან 2-თვიან სტაჟირებას ილიაუნის ბიზნესის სკოლაში, ჩაერთვებიან სკოლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში.

ბანერები