ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ვებინარი „პანდემიის რეალობა და გამკლავება“ – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

31 მაისს, 15:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი გაუძღვებიან ვებინარს თემაზე: „პანდემიის რეალობა და გამკლავება“.

ვებინარი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე დასასწრები Zoom-ის ბმულის მისაღებად, გთხოვთ გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/xbS6mqqSR8FG1rZf6

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub-ი და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

ფორუმის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/34hinba

დრო: 31 მაისი, 15:00 საათი

2021 წელი

ბანერები