ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ვებინარი: „კიბერუსაფრთხოება COVID19-ის დროს“

ღონისძიებები

საქართველოს საფინანსო სექტორი ეროვნული ბანკის ინიციატივით საერთაშორისო ტრადიციას შეუერთდა და წელს პირველად კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო.

16 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუ" საბანკო ასოციაციისა და ხუთი კომერციული ბანკის – თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, კრედო ბანკისა და პაშა ბანკის – ჩართულობითა და მხარდაჭერით წარმოგიდგენთ მორიგ ონლაინვებინარს კიბერუსაფრთხოების თემაზე: „კიბერუსაფრთხოება #COVID19-ის დროს".

მომხსენებლები ისაუბრებენ COVID-19-ის პანდემიის დროს კიბერუსაფრთხოებისა და ღია ბანკინგის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

სპიკერები:

  • მარიამ კვარაცხელია, საქართველოს ეროვნული ბანკი
  • მიშა კაპანაძე, საქართველოს საბანკო ასოციაცია
  • გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკი
  • ზაზა გაბაშვილი, პაშა ბანკი
  • მეგი ბესტაევა, ბაზისბანკი
  • ლაშა შიშნიაშვილი, კრედო ბანკი
  • მიხეილ ბენდიაშვილი, თიბისი ბანკი

ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ პანდემიის პერიოდში დაფიქსირებულ კიბერუსაფრთხოების შემთხვევებს, ახალ შესაძლებლობებსა და ამ სფეროს გამოწვევებს.

შეიტანე წვლილი – #იყავიკიბერფრთხილი

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/კიბერუსაფრთხოება

დეტალური ინფორმაცია: t.ly/ZRrm

2021 წელი

 

 

ბანერები